Wizz Air ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ ევროპის სხვა ავიახაზებთან შედარებით, Wizz Air გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. კონკრეტულად კი, Wizz Air-ის საჰაერო ხომალდების CO2 გამონაბოლქვი, თითოეულ მგზავრზე, კონკურენტ ავიახაზებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებია.
1კმ-ზე, ერთ მგზავრზე, 56,5კგ გამონაბოლქვით, 2019 წლის მაისში Wizz Air გახდა ავიაკომპანია, რომელიც გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. უფრო მეტიც, Wizz Air შედეგის გასაუმჯობესებლად ბევრ აქტიურ ნაბიჯს დგამს. მათ შორის, ადგენენ გამონაბოლქვის შესახებ ყოველთვიურ სტატისტიკას, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და მგზავრებს საშუალება აქვთ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია პასუხისმგებლიანი არჩევანის გასაკეთებლად.
Wizz Air ოპერირებს თანამედორვე, უახლესი საჰაერო ხომალდებით, რომელთა შორისაცაა A320, A321CEO და A321NEO ტიპის თვითმფრინავები. ეს საჰაერო ხომალდები გამოშვებულია საშუალოდ 4-7 წლის წინ, შესაბამისად, შეგვიძლია ინდუსტრიაში ყველაზე ახლაგაზრდა თვითმფრინავები ვუწოდოთ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ Wizz Air-ის საჰაერო ხომალდების CO2 გამონაბოლქვი და შესაბამისად, გარემოზე მათი ნეგატიური გავლენა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ 2019 წლის მაისის მონაცემებს ერთი წლის წინანდელი პერიოდის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გამონაბოლქვის რაოდენობა 4.4%-თაა შემცირებული. 250-ზე მეტი A321NEO ტიპის საჰაერო ხომალდი კი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდეთ და გარემოზე, მომდევნო დეკადაში, 1/3-ით უფრო ნაკლები გავლენა მოახდინონ.
A320neo და მისი მწარმოებლის სხვა საჰაერო ხომალდები ამ მიმართულებით პირველები არიან. ამ ტიპის თვითმფირნავებში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის, ახალი თაობის ძრავები და სხვა ისეთი მიღწევები, რომლებიც საწვავის ხარჯის 20%-ით დაზოგვას უზრუნველყოფს. The A321neo გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვან სარგებელს გვთავაზობს. დაახლოებით 50%-თაა შემცირებული ხმაურის დონე წინა თაობის საჰაერო ხომალდებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან მუშაობაში ჩაეშვა Pratt და Whitney‘s Geared Turbofan ძრავა, რის შემდეგაც აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვი 50%-ით შემცირდა.
„Wizz Air-ის მიზანია, რომ უფრო თავისუფალი გახადოს ცხოვრება ხელმისაწვდომი მგზავრობის უზრუნველყოფით და ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თავით, რათა ამას ყველაზე სწორი გზით ვაკეთებთ. იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესი და უზრუნველყო მომავალი თაობისთვის ჯანსაღი გარემო, ეს არ არის შეჯიბრი. მცირე CO2 გამონაბოლქვის გათვალისწინებით, Wizz Air ინდუსტრიაში ყველაზე მწვანე არჩევანია. საკუთარ თავს ამბიციურ მიზნებს ვუსახავთ, რათა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით მომავალში გარემოზე მავნე გავლენა შევამციროთ. CO2 გამონაბოლქვი თითოეულ მგზავრზე 2030 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობები, რათა მვაღწიოთ ამას Wizz Air-ის A321NEO ხომალდით, 239 მგზავრიანი სავარძლების კონფიგურაციით და Pratt და Whitney’s Geared Turbofan ძრავით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ეკომეგობრული ტექნოლოგიაა“, – ამბობს Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ვარადი.
Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი დაბალ ფასიანი ავაიაკომპანიაა, იგი 112 Airbus-ის, A320-ის და Airbus A321-ისგან შემდგარ ავია პარკის ოპერირებას ახდენს და მგზავრებს 25 აეროპორტიდან 650-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 146 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ძალიან დაბალი ფასის ავია ბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით არის რეგისტრირებული და ასევე შესულია FTSE 250-ის და FTSE All-Share-ის ინდექსებში. Wizz Air-ი რეგისტრირებულია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საოპერაციო უსაფრთხოების აუდიტში (IOSA), რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ airlineratings.com-ისგან უმაღლესი, 7 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგი მიიღო , ეს არის მსოფლიოს ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქციის რეიტინგების შემდგენი სააგენტო. ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.