ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აგრძელებს თავისი ძირითადი ბაზრის განვითარებას. გადამზიდავი აქტიურად აფართოებს ოპერაციებს მოლდოვასა და ლიტვაში, ხოლო სუბსიდირებული რეისით გიუმრიდან (სომხეთი) ლარნაკაში (კიპროსი) ახალ რეგიონსაც ფარავს.
კომპანია კიშინიოვში ბაზას გააძლიერებს ორი ახალი Airbus A320-ის დამატებით: ერთი თვითმფრინავი ბაზაში შევა 2025 წლის დეკემბერში, მეორე კი — 2026 წლის მარტში. ამის შედეგად, Wizz Air-ის მარშრუტების რაოდენობა მოლდოვიდან გაიზრდება 34 მიმართულებამდე 16 ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მის ლიდერობას რესპუბლიკის ავიაბაზარზე.
ახალი რეისები კიშინიოვიდან:
ჰამბურგი – 3 რეისი კვირაში (დაწყება: 12 დეკემბერი)
ფრანკფურტ-ჰანი – 2 რეისი კვირაში (12 დეკემბერი)
ტურინი – 2 რეისი კვირაში (13 დეკემბერი)
ნიცა – 2 რეისი კვირაში (14 დეკემბერი)
პრაღა – 4 რეისი კვირაში (3 მარტიდან)
კოპენჰაგენი – 2 რეისი კვირაში (3 მარტიდან)
ასევე დაგეგმილია ფრენების რაოდენობის ზრდა 10 უკვე არსებული მიმართულებით.












