Wizz Air Abu Dhabi – არაბთა გაერთიანებული საამიროების უახლესი ეროვნული ავიაკომპანია, 1-ლი ოქტომბრიდან, ქუთაისის მიმართულებით ახალ ფრენებს აანონსებს.
Wizz Air Abu Dhabi მგზავრებს დაბალბიუჯეტიან და მაღალხარისხიან ფრენებს ჰპირდება. ბილეთები უკვე იყიდება wizzair.com-ზე და ავიაკომპანიის აპლიკაციაში. ფასები 99 ლარიდან/129 დირჰამიდან იწყება.
ახალი მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს Wizz Air-ის გრძელვადიან გეგმებს საქართველოსთან დაკავშირებით. ქუთაისის აეროპორტში, 8 წლიანი წარმატებული ოპერაციები და თითქმის 3 მილიონი მგზავრი დასტურია იმისა, რომ Wizz Air-ი საქართველოში კონკურენტულ და პოპულარულ მომსახურებას ქმნის.
ახალი მიმართულება, ყოველწლიურად დაახლოებით 25 000 ახალ ადგილს დაამატებს ქუთაისის აეროპორტს, დააკავშირებს ქალაქსა და რეგიონს ახალ, მნიშვნელოვან ადგილთან მთელი წლის განმავლობაში.
დღევანდელი განცხადება Wizz Air-ის ფრენების ახალი, დეზინფექცირებული ერის ნაწილია.
ავიაკომპანიამ უკვე დანერგა ჯანმრთელობისა და ჰიგიების დაცვის ახალი სტანდარტები, რათა უზრუნველყოს მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება. განახლებული პროტოკოლის მიხედვით, ფრენის განმავლობაში, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ევალებათ სახის ნიღბის გამოყენება. ხოლო ბორტგამყოლისათვის სავალდებულოა ხელთათმანების გამოყენება. Wizz Air-ის ხომალდები რეგულარულად მუშავდება ინდუსტრიაში წამყვანი ანტივირუსული საშუალებებითა და იწმინდება მკაცრად გაწერილი ყოველდღიური გრაფიკით. თვითმფრინავში ჩასხდომისას, თითოეულ მომხმარებელს გადაეცემა ხელის სადეზინფექციო ხელსახოცები. Wizz Air-ის ხომალდში ვეღარ შეხვდებით ჟურნალებს, ხოლო თვითმფრინავის ბორტზე შესყიდვები მხოლოდ უკონტაქტო გადახდით განხორციელდება. მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლი. ასევე, ფრენასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდა, (მაგალითად: ბარგის გადასახადი, WIZZ Priority და ა.შ.), უმჯობესია მოხდეს ონლაინ, რათა მინიმუმადე დავიდეს ფიზიკური კონტაქტი აეროპორტის სივრცეებში.
„მოხარული ვარ, დავაანონსო Wizz Air Abu Dhabi-ის ახალი ფრენა, რომელიც ქუთაისსა და აბუ დაბის დააკავშირებს. ამიერიდან ქართველ მომხმარებლებს ახალ ხომალდებზე Airbus A321neo-ზე მივესალმებით. Wizz Air უსაფრთხო მოგზაურობის საკითხში წამყვანია, ჩვენ ველოდებით ახალი ფრენების დაწყებას, რომელიც დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის მოგზაურობას შესთავაზებს მომხმარებლებს. მე მჯერა, რომ Wizz Air ითამაშებს მნიშვნელოვან როლს, საქართველოს ტურისტული სექტორის დაწინაურებაში, განმარტავს Wizz Air Group-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.