Wizz Air, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კვლავ მოხვდა მსოფლიოს 50 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის სიაში და ამავდროულად, გლობალურად 10 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შორის დასახელდა. რეიტინგი შედგენილია Airline Ratings-ის მიერ, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებას, პროდუქტის ხარისხსა და მგზავრთა უკუკავშირს აფასებს.

„Wizz Air-ისთვის უსაფრთხოება ყველა გადაწყვეტილების საფუძველია,” — განაცხადა იოჟეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „Airline Ratings-ის ეს აღიარება ასახავს ჩვენს ძლიერ უსაფრთხოების კულტურას, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და უწყვეტ ინვესტიციებს ტრენინგებში, თანამედროვე ავიაფლოტსა და ოპერაციულ დისციპლინაში. რთული ზამთრის პირობებში, სტაბილური ოპერირება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ოპერაციულ სიძლიერეს. ის ფაქტი, რომ ვინარჩუნებთ ადგილს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებს შორის და ვართ ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ერთგულებას ოპერაციული სრულყოფილების მიმართ. მადლობას ვუხდით ჩვენს გამორჩეულ კოლეგებს თავდაუზოგავი შრომისთვის და Airline Ratings-ს ამ აღიარებისთვის.”

Airline Ratings-ის აღმასრულებელი დირექტორის, შერონ პეტერსენის თქმით, Wizz Air-მა კიდევ ერთხელ აჩვენა ძლიერი შედეგები: „Wizz Air-მა კვლავ დაამტკიცა მაღალი ოპერაციული ხარისხი და მოიპოვა ადგილი ტოპ 10-ში, სადაც განსხვავებები ავიაოპერატორებს შორის მინიმალურია. აღსანიშნავია ავიაკომპანიის ფლოტის დაბალი საშუალო ასაკი და ინციდენტების მინიმალური მაჩვენებელი, განსაკუთრებით ფრენებისა და დაშვების საერთო რაოდენობასთან შედარებით. 2026 წელს ველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას Wizz Air-თან, რათა კიდევ უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ მათი უსაფრთხოების ინიციატივები და ოპერაციული ჩარჩო.”

Airline Ratings ავიაკომპანიებს აფასებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორისაა ფლოტის ასაკი და ზომა, პილოტების მომზადება და გამოცდილება, ინციდენტების ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. ავიაკომპანიების სრული სია და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Airline Ratings-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.airlineratings.com/.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 257 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში. ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.