Wizz Air, ავიაკომპანია, რომელიც წელსსაქართველოში 1.5 მილიონზე მეტმა მგზავრმააირჩია, ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით პირდაპირ ფრენებსიწყებს.
ახალი მარშრუტი 2026 წლის 12 იანვრიდანშესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას – ავიაკომპანიის თანამედროვე Airbus A321neo ტიპისთვითმფრინავით. ბილეთების შეძენა უკვეშესაძლებელია wizzair.com–სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.
ბრატისლავა, რომელიც ცნობილია ულამაზესიძველი ქალაქით, ცოცხალი კულტურითა და დუნაისმომხიბვლელი ხედებით, წარმოადგენს ისტორიისადა თანამედროვეობის საინტერესო შერწყმას. მოგზაურებს შეუძლიათ მოინახულონლეგენდარული ბრატისლავას ციხე–სიმაგრე, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედები იშლება, ისიამოვნონ ძველი ქალაქის ქუჩებში სეირნობითდა გასინჯონ განსაკუთრებული ადგილობრივიკერძები. ქალაქი არის ცენტრალურ ევროპაშიშესასვლელი კარიბჭე, ვენასთან და ბუდაპეშტთანშესანიშნავი კავშირით, რაც მას მიმზიდველმიმართულებად აქცევს ქართველიმოგზაურებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანიაროგორც კულტურული აღმოჩენები, ასევედასვენება.
|
მიმართულება |
სიხშირე |
ფასი |
პირველი ფრენა |
|
ქუთაისი – ბრატისლავა |
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა |
99 ლარიდან |
12 იანვარი, 2026წელი |
სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ისკორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი:
“მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელსამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ესმარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევუფრო აძლიერებს საქართველოსა და სლოვაკეთსშორის კავშირებს. ქართველ მოგზაურებსსაშუალება ეძლევათ, Wizz Air-ის განსაკუთრებულიფასებითა და მომსახურებით ისარგებლონ დაგაეცნონ ბრატისლავას სილამაზეს.”
Wizz Air-ი ქუთაისიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნისწინ დამატებული ლიონის მიმართულებით. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებსვენეციის მიმართულებით იწყებს. 2012 წლისსექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირებისდაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა დასხვა ქვეყნებს შორის.
2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით დაქუთაისიდან 6800 ფრენა განახორციელა, შესთავაზა1.8 მილიონზე მეტი ადგილი (წინა წლის იმავეპერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) მოგზაურებსდა მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%–ითმეტი), ხოლო ფრენების შესრულების საშუალომაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციისერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთუმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესოარჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზეWIZZ-ის სახელით. კომპანია დასახელდა მსოფლიოშიყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულშიairlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთიუსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგოსააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-იაღიარეს, როგორც “ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია” 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობისავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკისრეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკურიკომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მაგაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენგატარებული ქმედებების დამსახურებაა.












