რუსეთის უმსხვილესმა ონლაინ-ვაჭრობის ჯგუფმა Wildberries-მა ოფიციალურად შეიძინა მაგასის საერთაშორისო აეროპორტი ინგუშეთის დედაქალაქში. გარიგება შედგა აუქციონის ფორმატში და კომპანიის სტრუქტურამ 425 მილიონი რუბლი გადაიხადა, რაც 1.7-ჯერ მეტია საწყის ფასზე (250 მლნ რუბლი).

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მახმუდ-ალი კალიმატოვმა განაცხადა, რომ ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურიზმის ზრდას რეგიონში.

კალიმატოვის თქმით, Wildberries როგორც „კარგად პოზიციონირებული ბაზრის მოთამაშე“, აპირებს: აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, ახალი ავიამიმართულებების გახსნას, მათ შორის საერთაშორისო რეისების.

მაგასის აეროპორტში ამჟამად დღეში ერთი რეისი სრულდება – მაგასი-მოსკოვი. მანამდე ფუნქციონირებდა რეისები: სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, ტიუმენი, პეტროზავოდსკი, სამარა.

აეროპორტის წლიური შენახვის ხარჯი: 100 მილიონი რუბლი. არ გააჩნია საკუთარი საწვავგასამართიინფრასტრუქტურა. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს და მინიმუმ 55 მლნ რუბლის ინვესტიციას.

2021 წლიდან აეროპორტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, რითაც ხდება ჰაჯის პროგრამის ფარგლებში მომლოცველთა გადაყვანა საუდის არაბეთში.

ჯერჯერობით Wildberries-ს აეროპორტის შეძენა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.