ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგზაურთა ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების COVID-19-ის საგანგებო კომიტეტის სხდომაზე განიხილავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება WHO-ს ევროპული ოფისის იმუნიზაციის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ოლეგ ბენეშმა გააკეთა.
”ეს საკითხი ასევე არის კომიტეტის დღის წესრიგში და ამ თემის განხილვას ველოდებით”, – აღნიშნა ექსპერტმა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაჩენისთანავე, WHO-ს ექსპერტები აქტიურად სწავლობენ საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.