ზაფხულის სანავიგაციო სეზონი აქტიურად დაიწყო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპები წინასწარ საპროგნოზო მაჩვენებლებს უკვე აღემატება, აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის მოადგილე ალექსდანდრე გაჩეჩლაძე. მისი განმარტებით, საქართველოს საავიაციო ბაზარი 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლებს 50-55%-ით უკვე დაუბრუნდა. 

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონი საკმაოდ დიდი აქტივობით დაიწყო. როდესაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი ძალას იკრეფდა, ვვარაუდობდით რომ საწყის ეტაპზე 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლებს 40%-ით დავუბრუნდებოდით, რაც იქნებოდა საკმაოდ კარგი შედეგი, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და ამ ეტაპზე, ავიაკომპანიების და მათი ფრენის სიხშირეების რაოდენობის კუთხით უკვე ასულები ვართ 2019 წლის საჰაერო მიმოსვლის 50%-დან 55%-მდე მაჩვენებელზე, რაც არის საკმაოდ იმედისმომცემი ტენდენცია“, აცხადებს გაჩეჩილაძე.