ვროცლავის აეროპორტი 40 დღით დაიკეტება.

დახურვა წინასწარ არის დაგეგმილი და აეროპორტის ინფრასტრუქტურის მიმდინარე მოდერნიზაციას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამან აფრენა-დაფრენას ხელი არ შეუშალა. თუმცა, რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპზე აეროპორტი ექვსი კვირის განმავლობაში სრულად დაიკეტება.

აეროპორტის რეკონსტრუქცია ასევე აუცილებელია ვროცლავში მოქმედი ამერიკული სამხედრო ლოჯისტიკური ბაზის საჭიროებების გამო: მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები უკვე ჩამოდიან იქ და მათი რიცხვი მომდევნო წლებში გაიზრდება.

აეროპორტის დროებითი დახურვის შესახებ წინასწარ იყო გამოცხადებული და ავიაკომპანიებმა ცვლილებები უკვე შეიტანეს თავიანთ გრაფიკებში.