საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამსაერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast ერთადახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარულიგამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.
Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთისბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიისსაშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალსსაფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასადა საფრანგეთში გაეცნობიან.
კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ისონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა– „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნისსაგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“ სტატიაშისაქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო დატურისტული ადგილებია აღწერილი.
„თვალწარმტაცი პეიზაჟებით საქართველოს თავისიმემკვიდრეობით შეუძლია იამაყოს. საქართველოსხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაადაფარული. დათოვლილ მწვერვალებს შორისდაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშიაჩამოკიდებული. ეს სრულიად საკმარისია ლამაზიბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთააღფრთოვანებისთვის, რომელთა ყურადღებას ასევეიპყრობს უნიკალური გასტრონომია და ღვინისკულტურა . ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანა, რომელიც ღვინის სამყაროს აკვნადითვლება 8000 წლოვანი ისტორიით. აქ თქვენდააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ანგრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე ლობიანს“-წერს Vogue-ის ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა დაბათუმს აცნობს.