ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრანსონის ავიაკოსმოსური კომპანია Virgin Galactic-მა პირველ კვარტალში დაახლოებით ხუთჯერ გაზარდა შემოსავალი და დაახლოებით 1,5-ჯერ შეამცირა წმინდა ზარალი. კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა 2024 წლის იანვარ-მარტში 1,985 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი შემოსავალი 392 ათასი დოლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში წმინდა ზარალმა 102 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ანუ ერთ აქციაზე 25 ცენტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა ზარალი 159,4 მილიონ აშშ დოლარი იყო, ანუ თითო აქციაზე 57 ცენტი..
თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (FCF) ბოლო კვარტალში 126 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.