ავიაკომპანია Virgin Australia-ის პილოტმა მგზავრი იმის გამო დაამცირა, რომ მას ძალიან გამომწვევად ეცვა და აიძულა ჩაეცვა და ეს ახსნა იმით, რომ ტურისტების “მოშიშვლებული სხეული” არ მოსწონს.

როგორც მგზავრი, 23 წლის კატერინა ბიმპტონი ყვება, როდესაც ის ელოდებოდა საკუთარ რეისს, მასთან ავიაკომპანიის თანამშრომელი მივიდა და განუცხადა, რომ ხომალდის მეთაური მისი ჩაცმულობის გამო ფრენაზე უარს ეუბნებოდა.

ბიმპტონის თქმით, ამ მომენტში მან თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო, დანარჩენმა მგზავრებმა კი “გაკვირვებულმა შეათვალიერეს”.

”მე ძალიან შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, რადგან ჩემი ტანსაცმელი გამომწვევი არ იყო”, – დასძინა მან.

საბოლოოდ გოგონას პიჯაკის ჩაცმა მოუწია და მხოლოდ ამის შემდეგ აუშვეს ბორტზე. ახლა კი ბამპტონი აპირებს ავიაკომპანიის პილოტისგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვოს და თანამშრომლის გამო ავიაკომპანიას უჩივლოს.

”მე არ მინდა, რომ მათ ეს სხვა ადამიანების მიმართავ გააკეთონ, რადგან ეს აკრძალულია”, – განმარტა მან.