ავსტრალიურმა ავიაკომპანია Virgin Australia-მ დაიწყო მოლაპარაკებები ბანკებთან 296,4 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის მიღების თაობაზე.

ავიაკომპანია აპირებს სესხის აღებას, რათა ახალ IPO-მდე დაფაროს კერძო აქციონერის Bain Capital-ის ვალი.

წყაროს ცნობით, ავიაკომპანია აწარმოებს სესხის აღებაზე  მოლაპარაკებებს ბანკებთან, მათ შორის Goldman Sachs-თან და UBS-თან.