ავიაკომპანია Virgin Australia ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს და სამსახურს 6-დან 9 ათასამდე ადამიანი დაიბრუნებს. Virgin Australia ფრენებს 60-70 საჰაერო ხომალდით შეუდგება.
როგორც ცნობილია Virgin Australia-მ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, თუმცა ავიაკომპანიამ გადარჩენა მაინც შეძლო და ის Bain Capital-ის კონტროლის ქვეშ გადადის.
თუ რა ფასად მოახერხა Bain Capital-მა Virgin Australia-ს შეძენა ამ დროისათვის უცნობია, რადგანაც ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილებები დოკუმენტურად ბოლომდე გაფორმებული არ არის