არსებული სტერეოტიპების მიხედვით ბორგამცილებელი მუდამ კარგად ჩაცმული უნდა იყოს და იდეალურ მაკიაჟს უნდა ატარებდეს. ასევე არსებობს გარკვეული წესები თმასთან და ვარცხნილობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ წესებს ისევ თავად ავიაკომპანიები ადგენენ. ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის ბორტზე გამოჩნდა ბორგამცილებელი თმების გარეშე. ის იცავს ყველა დადგენილ წესს, თუმცა ვარცხნილობისთვის სტილის მიცემა ფიზიკურად არ შეუძლია.
რიმმე ტაისენი 37 წლისაა და ის ბორტგამცილებლად 15 წელია მუშაობს. თუმცა, ბოლო პერიოდში მას ალოპეცია აღმოაჩნდა და თმის ცვენის ბოლო სტადიაშია. როგორც ირკვევა, ქალს თმის ცვენა წელს დაეწყო. ერთადერთი რაც მან მოახერხა წარბები და წამწამები გაიკეთა.
ბევრი მიიჩნევს, რომ სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპიის კურსის შესახებ უსვამენ კითხვებს. ბორგამცილებელს რამდენიმე პარკიც გააჩნია, თუმცა ავიაკომპანია მას ამის გაკეთებას არ აიძულებს.