2023 წლის იანვარში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ თვეს Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 348,456 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარში 159,435 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განახორციელა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 137,367 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2023 წლის იანვრის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 113,263 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური ავიაკომპანია Swiftair-ი, რომელიც 2023 წლის იანვარში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 56,870 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
Continental Airlines;
MNG Airlines;
Swiftair.