ვინ იხეირებს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვით? ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბელარუსულმა და თურქულმა კომპანიებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების გაუქმების შედეგად შესაძლოა მოგება ნახონ. რუსული კომპანიებისთვის კი ეს შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ წაგების ტოლფასია და მათზე უარყოფითად იმოქმედებს.

ავიაკომპანიები ამ კვირაში რუსეთის ხელისუფლებას იმ დანაკლისს წარუდგენენ, რომელიც სწორედ 8 ივლისიდან, რეისების შეწყვეტის შედეგად მიადგათ. როდემდე გაგრძელდება ვლადიმერ პუტინმა შეზღუდვა ჯერჯერობით უცნობია.


8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა, მხოლოდ ტრანსფერით და ისიც უცხოური კომპანიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. სატრანსფერო ქალაქები კი ძირითადად, ბაქო, რიგა, ვარშავა, ბუდაპეშტი, სტამბული, მინსკი და ერევანია.

როგორც ავიაპორტის ავია-ანალიტიკური ცენტრის “ავიაპორტის’’ ხელმძღვანელი ოლეგ პატლენევი განმარტავს, აკრძალვით შანსი ეძლევა ბელარუსულ კომპანია „Belavia“-ს, რომელიც უკვე გამხდარია, საჰაერო ხიდი რუსეთსა და უკრიანას შორის.

კიდევ ერთი კონკურენტული კანდიდატია ბაზარზე თურქეთის ავიახაზები, რომელსაც რუსეთში გაფართოებული საფრენი ქსელი აქვს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ჰააკობ ჩაკარიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ავიაკომპანია მზად არის გამოიყენოს ორი დამატებითი თვითმფრინავი რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანსპორტირებისთვის.

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სამი ავიაკომპანია – Armenia, Taron Avia და Atlantis European Airways მზად არიან მონაწილეობა მიიღონ კრიზისში, რომელიც ორ მოძმე ერებს შორისაა.

გამოვყობთ ხუთ თვითმფრინავს, რომელთა რაოდენობაც შეიძლება კიდევ გაიზარდოს’’ – განაცხადა ჩაკარიანმა.

პუტინის აკრძალვის შედეგად, რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის 155.000 ადამიანს საქართველოს მიმართულებით ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა. გადახდილი თანხა ავიაკომპანიებმა მგზავრებს უკან უნდა დაუბრუნონ.

წყარო: BM.ge