საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ავიაციის შესახებ საინტერესო ფაქტებს ააშკარავებს.

მგზავრთა ნაკადის ლიდერები

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე მსხვილ საავიაციო ბაზრად რჩება — წელს შიდა და საერთაშორისო რეისებით 876 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე ინდოეთში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის სტატუსით მეხუთე ადგილს იკავებს.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, 741 მილიონი მგზავრით, სადაც ბაზრის ზრდა 18.7%-ს შეადგენს, აშშ-ის 5.2%-თან შედარებით.

მესამე პოზიციას დიდი ბრიტანეთი იკავებს, 261 მილიონი გადაყვანილი მგზავრით.

მეოთხეა ესპანეთი, 241 მილიონი მგზავრით.

ყველაზე დატვირთული მარშრუტები

აბსოლუტური ლიდერია სეული (GMP) – კუნძული ჩეჯუ (CJU)-ს საათიანი რეისი, რომლითაც 2024 წელს 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე პოპულარული მარშრუტია ნიუ-იორკი (JFK) – ლოს-ანჯელესი (LAX) (2.2 მილიონი მგზავრი).

ევროპაში ლიდერობს ბარსელონა – პალმა-დე-მაიორკა (2 მილიონი მგზავრი).

ლათინურ ამერიკაში — ბოგოტა – მედელინი (3.8 მილიონი მგზავრი).

აფრიკაში — კეიპტაუნი – იოჰანესბურგი (3.3 მილიონი მგზავრი).

ყველაზე ხშირად გამოყენებადი თვითმფრინავები

Boeing 737-ის მოდელები მსოფლიო ავიაციის მთავარ „მუშა ცხენად“ რჩება — 2024 წელს მათ 10 მილიონი რეისი შეასრულეს.

მეორე ადგილზეა Airbus A320, 7.9 მილიონი რეისით.

მესამე ადგილს Airbus A321 იკავებს, 3.4 მილიონი რეისით.