მომავალ ზაფხულს ვილნიუსში წყლის ავტობუსი გამოჩნდება. ის ჟირმუნაის და ჟვრინასის რაიონებს დააკავშირებს. ბილეთი 3 ევრო ეღირება.
ეს არის ახალი ტიპის ტრანსპორტი ლიეტუვისთვის. ტრამვაით მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება.
მარშრუტი სამ ეტაპად ამოქმედდება. თავდაპირველად იქნება 4 ტრამვაი და 6 გაჩერება. მეორე და მესამე ეტაპზე კი უკვე 12 გაჩერება იქნება, მარშრუტი კი გახანგრძლივდება.
1 იანვრიდან აპირებენ, როგორც წყლის, ისე სახმელეთო ტრანსპორტისთვის მოქმედი ბილეთის რეალიზაცია დაიწყონ.
ერთი ბილეთი ეღირება 3 ევრო. 4 ევრო – ბორტზე შეძენისას, ორმხრივი – 5 ევრო, საოჯახო ბილეთი (ორი ზრდასრული პლუს 1-3 ბავშვი) – 7 ევრო (ბორტზე 9 ევრო).