ვილნიუსის აეროპორტმა, პირველად ლიეტუვას ტერიტორიაზე, თვითმფრინავებზე დაკვირვების პლატფორმა შექმნა, რომელიც საზოგადოებრივ უბანში მდებარეობს და ღიაა დღე-ღამის განმავლობაში.
“მოხარულნი ვართ, რომ ყველა ენთუზიაზმით სავსე თუ ავიაციის მოყვარულ ადამიანს ვილნიუსში ასეთ ადგილზე ვუმასპინძლებთ, საიდანაც თვითმფრინავებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო ხედები იშლება”, აცხადებენ ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში.
დაკვირვების პლატფორმა სამი განყოფილებისგან შედგება: ავტომობილების სადგომი ზონისგან, სპეციალური ზონისგან სადაც სკამებია განთავსებული და ტერიტორია გამჭირვალე, ნაწილობრივი სახურავითაა დაფარული გადახურული, ასევე აქვეა ღია ტრიბუნებიც, რომელიც მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაკვირვების პლატფორმა ისეა დაპროექტებული, რომ ფოტო და ვიდეო გადაღებისას აეროპორტის ღობე ხელისშემშლელ წინაღობად არ აღიქმება.
მომავალ წელს ამავე ტერიტორიაზე საბავშვო მოედანიც გაიხსნება. აქვე დაგეგმილია ასევე საინფორმაციო სტენდის მონტაჟიც, რომელიც მსურველებს ავიარეისების, თვითმფრინავების და ზოგადად ვილნიუსის აეროპორტში მომუშავე ავიაკომპანიების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
თვითმფრინავებზე დაკვირვების პლატფორმასთან უსაფრთხოების მიზნით პატრულირებას მოახდენს პოლიცია.