ვილნიუსის აეროპორტის ქვეშ მიწისქვეშა სარკინიგზო სადგურის და მატარებლის სადგურის აშენება იგეგმება. გეგმის მიხედვით მისი მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება.
რკინიგზა გაივლის სასტუმრო Park Inn-თან და მიწისქვეშეთით მივა აეროპორტამდე. პროექტის მიხედვით, ძველი ტერმინალის სადგურის კიბეებთან მიწისქვეშა სადგური გაიხსნება.
ასევე იგეგმება ახალი ტრასის გაყვანა კაუნასსა და ვილნიუსს შორის. ასევე დაგეგმილია ვილნიუსის აეროპორტის ტერმინალებზე მუშაობა: ახლის გახსნა და ძველის რეკონსტრუქცია.