ვილნიუსის აეროპორტის ძველი ტერმინალი კრეატიული პროექტებისთვის ქირავდება: ფართი იდეალურია გადაღებისა და ღონისძიებებისთვის. სხვათა შორის, კადრებში შეგიძლიათ გამოიყენოთ გამშვები მერხები, სკამები, ტიხრები და აეროპორტის სხვა აღჭურვილობა.
ტერმინალი ხელმისაწვდომია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გაქირავებისთვის. ღირებულება – 100 ევროდან + დღგ საათში, პროექტის საჭიროებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე. ტერმინალის იჯარით გაცემა შესაძლებელია 2025 წლის ივნისამდე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ვილნიუსის აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. საიდანაც ახლა ფრენების უმეტესობა ხორციელდება, ძველი შენობა კი რეკონსტრუქციისთვის უნდა დაიხუროს. როგორც ჩანს, სანამ პროექტი მზადდებოდა, გადაწყვიტეს, რომ სივრცე უსაქმოდ არ დარჩენოდათ.
დამატებითი ინფორმაცია გაქირავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.