ვიეტნამურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Vietjet-მა  Airbus-თან A321neo ტიპის 100 თვითმფრინავის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ეს გარიგება, რომელიც პარიზის ავიაშოუ 2025-ის ერთ-ერთი უმსხვილესი შეკვეთა იყო, ოფიციალურად 2025 წლის 30 ოქტომბერს დადასტურდა.

Airbus-ის განცხადებით, კონტრაქტის ფინალიზაცია ხაზს უსვამს Vietjet-ის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებასა და ფლოტის მოდერნიზაციას. ამ შეკვეთის გათვალისწინებით, Vietjet-ის მიერ A321neo თვითმფრინავებზე გაფორმებული ჯამური შეკვეთების რაოდენობა 280 ერთეულს აღწევს.

Vietjet-მა 2025 წლის მაისში ასევე შეუკვეთა 20 ერთეული A330neo ფართოფიუზელაჟიანითვითმფრინავი, რაც კომპანიის ამბიციური ათწლიანი გაფართოების გეგმის ნაწილია.

A321neo Airbus-ის პოპულარული A320neo ოჯახის ყველაზე დიდი ვარიანტია.

ახალი თაობის ძრავებისა და Sharklets-ის წყალობით, A321neo უზრუნველყოფს ხმაურის 50%-ით შემცირებას და 20%-ზე მეტ ეკონომიას საწვავსა და ნახშირბადის ემისიებში, ძველ, ცალფიუზელაჟიან თვითმფრინავებთან შედარებით.

გარდა ამისა, A321neo-ს შეუძლია 50%-მდე მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენება, ხოლო მიზანია 2030 წლისთვის 100%-იან SAF თავსებადობას მიაღწიოს.

„A321neo-ს დამტკიცებული ეფექტურობა და მოქნილობა მას იდეალურ პლატფორმად აქცევს Vietjet-ის ამბიციური გაფართოების მხარდასაჭერად,“ — განაცხადა ბენუა დე სენ-ეგზიუპერიმ, Airbus-ისკომერციული ავიალაინერების გაყიდვების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს თითქმის 100-მა მომხმარებელმა A321neo-ს 7,100-ზე მეტი თვითმფრინავი შეუკვეთა.