Boeing 747-400, რომლითაც ადრე ავიაკომპანია Transaero ოპერირებდა, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ცას დაუბრუნდა. ხომალდი 7 წლის განმავლობაში ევროპის უდიდეს ტექნიკურ აეროპორტში შენახვის შემდეგ, ახალ მფლობელთან “შესახვედრად” წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing 747-400-ის ახალი მფლობელი არის Terra Avia (მოლდოვის რესპუბლიკა).
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის კორპუსზე დატანილია ამურის ვეფხვი. აღსანიშნავია, რომ Transaero-მ კომერციული საქმიანობის განხორციელება 2015 წელს შეწყვიტა.