ავიაკომპანია Austrian Airlines-მა და ვენის საერთაშორისო აეროპორტმა (ვენა-შვეხატი) საპილოტე პროგრამა გაუშვეს, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ზე უფასო ტესტირებაა შესაძლებელი.
ტესტირება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებით ხორციელდება, რომლის პასუხიც 10-15 წუთშია ცნობილი.
ტესტირება ნებაყოფლობითია, მაგრამ მგზავრები, რომლებიც ტესტის ჩაბარებას გადაწყვეტენ, უსაფრთხოების კონტროლს უარყოფითი პასუხის მიღებამდე ვეღარ გაივლიან – მათი ჩასხდომის ბარათი გააქტიურდება მხოლოდ უარყოფითი შედეგის შემთხვევაში.
თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, მგზავრი შემდეგი კვლევებისთვის აეროპორტის სამედიცინო პუნქტში ინაცვლებს. ასეთ მგზავრს კი ფრენის გაუქმება და ბილეთის გადაცვლა სხვა სასურველ რეისზე ჯარიმის გადახდის გარეშე შეუძლია.
საგულისხმოა, რომ ტესტირება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რეისის მგზავრებისთვისაა შესაძლებელი.