აპრილში ვენეციამ ტურისტებს ქალაქში შესასვლელი 5 ევროიანი გადასახადი დაუწესა. ხელისუფლებას სჯეროდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა ოვერტურიზმთან გამკლავებას. ახლა კი ისტორიული ნაწილის დათვალიერების საფასურის გაზრდა უნდათ.
2025 წელს დაგეგმილია საფასურის 10 ევრომდე გაზრდა. ხელისუფლების განცხადებით, ეს კეთდება იმისათვის, რომ შემცირდეს ვიზიტორების რაოდენობა და მოტივირებული იქნეს ადგილობრივები, რომ დასახლდნენ ქალაქის ისტორიული ნაწილი.
საცდელი პერიოდის განმავლობაში ვენეციამ 2,2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. თუმცა, ხელისუფლება ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მატერიალური მხარე არა აქვს.
ქალაქი ასევე ჯარიმებს აწესებს მათზე, ვინც შესვლის გადასახადს ვერ გადაიხდის.