ვენეციის ხელისუფლებამ ახალი წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ტურისტების შესვლა დარეგულირდება. ნებისმიერმა, ვინც ვენეციაში მიდის 1 დღიანი ექსკურსიაზე, 5 ევრო უნდა გადაიხადოს. თუმცა, გადახდის რეჟიმი იმოქმედებს წელიწადში მხოლოდ 29 დღე – ზაფხულის სეზონზე ტურისტული პიკის დროს გარკვეულ თარიღებზე. მაგალითად, 25 აპრილიდან 5 მაისამდე და შაბათ-კვირას მაის-ივლისში.
სტუმრები მიიღებენ ბილეთს QR კოდის სახით, რომელიც საშუალებას მისცემთ შევიდნენ ქალაქის ცენტრში 08.30-დან 16.00 საათამდე. განმარტებაში ნათქვამია, რომ QR კოდების ხელმისაწვდომობა რეგულარულად შემოწმდება, ამიტომ ის ტურისტებს ყოველთვის თან უნდა ქონდეს. თუ კი ტურისტს აღნიშნული QR კოდი არ ექნება, მაშინ მათ 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ელოდებათ.
თუმცა, ყველას მოუწევს დარეგისტრირება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე (cda.ve.it), რომელიც არეგულირებს ქალაქში შესვლას, მათ შორის, ვინც თავისუფლდება გადასახადისგან. ეს გაკეთდება იმისათვის, რომ უფრო ზუსტად დათვალონ ვენეციაში ვიზიტორები.
ზოგიერთი ტექნიკური ასპექტი ჯერ კიდევ გაურკვეველია: დაწესდება თუ არა დღეში QR კოდების შეზღუდვა, საჭირო იქნება თუ არა რეგისტრაცია სხვა სეზონებზე, თუ ეს რეჟიმი მხოლოდ ზაფხულისთვის დაინერგება.