ვარშავა “ლოუკოსტერ” easyJet-ს ნელ-ნელა ემშვიდობება. ავიაგადამზიდავმა პოლონეთის დედაქალაქიდან, ერთ წელიწადში, მესამე მარშრუტის დახურვის შესახებ განაცხადა.
ცნობილია, რომ ბრიტანული easyJet-ი 3 ნოემბრიდან ვარშავა-ბერლინის ავიარეისებს შეაჩერებს. მიზეზი დაბალი მოთხოვნაა.
ივლისის ბოლოს ავიაკომპანიამ შოპენის აეროპორტიდან ბაზელის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, ხოლო მანამდე ვარშავა-ლონდონის ავიარეისებზე თქვა უარი.
easyJet, რომელიც ვარშავადან რეისებს 4 მიმართულებით ასრულებდა ნოემბრიდან მხოლოდ ერთ მიმართულებას – ვარშავა-ბაზელის ავიარეისებს მოემსახურება.