ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება საქართველოში დაანონსებულ ვადებში, თებერვალში მოხდება. გარდა ამისა, დღესვე მინისტრმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ დამატებით, მარტის დასაწყისში ქვეყანა 150 ათას დოზა „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინას მიიღებს.

როგორც მინისტრმა თქვა, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში მისაღები ვაქცინის ტრანსპორტირებას თავად „კოვაქსი“ განახორციელებს.

„ავიაკომპანიას რაც შეეხება, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის” ვაქცინის მოწოდებას უზრუნვეყოფს თავად კოვაქს-პლატფორმა და ავიაკომპანიაზე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ვაქცინის მოწოდების ერთ-ერთი უსაფრთხო გზა, რადგან ვიცით, რა რთულია ის ცივი ჯაჭვი, რომელიც ფაიზერის ვაქცინას სჭირდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო:BM.ge