ვაქცინაციის ნელი ტემპი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში, რომელიც Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა. ამ ფონზე Galt & Taggart-ში პროგნოზირებენ, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზარდა 3.6%-ის დონეზე იქნება.
“2021 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, თუმცა ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს.
შესაბამისად, 2021 წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას (რაც იყო ჩვენი პესიმისტური სცენარი, ხოლო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი 5.0% იყო).
ამასთან, ხელახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ზრდა ნაკლები იქნება (ჩვენი შეფასებით, წინა შეზღუდვების შედეგად ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა)”, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.