ავიაკომპანია Etihad Airways-ი საკუთარ თანამშრომლებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვინმე COVID-19-ით დაინფიცირდება და ტესტის შედეგები დადებითი იქნება, მათ მათ აეკრძალებათ მუშაობა და გაუშვებენ შვებულებაში, რომლის ანაზღაურებასაც კომპანია არ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში დაფუძნებული ავიაკომპანია Etihad Airways-ი იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც თანამშრომლებს COVID-19-ზე ვაქცინაცია შესთავაზა, რაზეც კომპანიას ნებართვა არაბთა გაერთიანებული საემიროების ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებმა მისცეს.