თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ცხადდება ვაკანსიები ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

**საჰაერო ხომალდისათვის ხმელეთზე დგომის პერიოდში ყველა საჭირო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და კონტროლი;

**საჰაერო ხომალიდსათვის გაწეული ყველა სახის მომსახურების აღრიცხვა შესაბამის დოკუმენტაციაში;

**საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან ყურსასმენისა და მიკროფონის გამოყენებით კომუნიკაციის დამყარება;

**საჰაერო ხომალდის გარე ვიზუალური დათვალიერება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;

** პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია.

„თუ გაქვთ სურვილი, დასაქმდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართებზე:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: Hrge@tav.aero

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: Hrbus@tav.aero

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები“, – აღნიშნულია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.