ავიაკომპანია „Uzbekistan Airways“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც სტამბოლი-ურგენჩისმარშრუტზე ასრულებდა რეისს, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იძულებითი დაჯდომა განახორციელა. მიზეზი ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

როგორც აეროპორტიდან იუწყებიან, ავიახომალდის კაპიტანმა იძულებითი დაჯდომის თაობაზე მოთხოვნა გაგზავნა. „Airbus A320“-ის ტიპის თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:26 საათზე წარმატებით დაეშვა.

დაჯდომისთანავე ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, რომელმაც მგზავრს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

აღსანიშნავია, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად უპასუხოს ნებისმიერ საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციას, და ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროცედურებს მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.