ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ბორგამცილებლებს ახალი უნიფორმა აქვთ. Uzbekistan Airways-მა უნიფორმის დიზაინი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად შეცვალა.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა ასევე უცხოელმა ექსპერტებმა. ახალი უნიფორმის პირველი პარტიის შექმნაზე თურქულმა კომპანია Dress Best Uniform-მა იზრუნა, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Turkish Airlines-ი, Fly Dubai, Albania Airlines-ი, Flynas-ი და სხვა.