ავიაკომპანია Uzbekistan Airways უზბეკეთსა და რუსეთს შორის ფრენებს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესმდივანმა კამოლა იკრამოვამ განაცხადა.

“Uzbekistan Airways-ის  პრესსამსახური იტყობინება, რომ უზბეკეთისა და რუსეთის ქალაქებს შორის ფრენები განხორციელდება გეგმის მიხედვით და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იკრამოვამ ავიაკომპანიის ტელეგრამის არხით.

შეგახსენებთ, რომ რიგმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს, მათ შორისაა აზერბაიჯანული ავიაკომპანიები.