უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი Uzbekistan Airways ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს. პირველი რეისი უზბეკეთის დედაქალაქიდან საქართველოს საზღვაო კურორტზე 29 მაისს შესრულდება, ანუ საზღვაო სეზონის დასაწყისი.
ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Uzbekistan Airways-ი ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს და ფრენებს ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს.
რუსული მედია წერს, რომ ამ მარშრუტით სარგებლობა შეუძლიათ რუს მოგზაურებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ დაისვენონ ზღვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგენილია, ზოგჯერ ტაშკენტში ტრანზიტული ფრენა უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირი რეისით.