Uzbekistan Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე გეგმავს შემოსვლას. უზბეკური მედია წერს, რომ Uzbekistan Airways-ი გეგმავს სამი ახალი მიმართულებით დაიწყოს ოპერირებს. ეს მიმართულებებია თბილისი, მიუნხენი და კარაჩი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე შესაძლოა ტაშკენტსა და თბილისის შორის რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს.

უმდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში Uzbekistan Airways-მა მუმბაის, ვლადივასტოკისა და ჯიდას მიმართულებით დაიწყო ფრენები.
ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად Uzbekistan Airways-ი საკუთარი ავიაპარკის ზრდაზეც განაგრძობს ზრუნვას 2020 წლამდე ავიაკომპანია პირველ Boeing-787 Dreamliner-ს, რომელიც გასული წლის მაისში მიიღო კიდე სამ იდენტურ ხომალდს დაამატებს.