ახალი ავიაკომპანია და ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

16 ივლისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას Uzbekistan Airways იწყებს. ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორის სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.