ახალი ავაიკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 15 ივნისს ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს ბათუმის მიმართულებით ორი ქალაქიდან ყაზანიდან და პერმიდან განახორციელებს.
პერმი-ბათუმი-პერმის რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორცელდება.
ყაზანი-ბათუმი-უფა ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.
UVT Aero აღნიშნულ მარშუტებზე ფრენებს CRJ-200 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.