საჰაერო გზით
საქართველოში უცხოელთა კოვიდვაქცინით შემოსვლა
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.*
*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით);
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში უცხოელთა შემოსვლა
კოვიდვაქცინის გარეშე, საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც):
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
ისრაელის სახელმწიფო
თურქეთის რესპუბლიკა
შვეიცარიის კონფედერაცია
ნორვეგიის სამეფო
ამერიკის შეერთებული შტატები
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საუდის არაბეთის სამეფო
კატარის სახელმწიფო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინის სამეფო
სომხეთის რესპუბლიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
უკრაინა
ყაზახეთის რესპუბლიკა
რუსეთის ფედერაცია
ბელარუსის რესპუბლიკა
უზბეკეთის რესპუბლიკა
ტაჯიკეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკა
თურქმენეთი
იაპონია
კანადა
ქუვეითის სახელმწიფო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
კორეის რესპუბლიკა
მოლდოვის რესპუბლიკა
ომანის სასულთნო
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალურ ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
სახმელეთო/საზღვაო გზით შემოსვლა
სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოსვლა დაშვებულია მხოლოდ ზემოთ მითითებული ქვეყნების მოქალაქეებისა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) ნებართვის მქონე პირებისათვის, რომლებიც ამავე ქვეყნებიდან მოემგზავრებიან (მესამე ქვეყნების ტრანზიტულად გამოყენების უფლებით).
კოვიდვაქცინით შემოსვლის შემთხვევაში, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა), სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
კოვიდვაქცინის გარეშე შემოსვლის შემთხვევაში, სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.
ყურადღება! პირებს, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და სავალდებულო კარანტინს (საკუთარი ხარჯებით) 14 დღით, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა.
ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
ასევე, იხილეთ:
– უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249
– ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
– ინფორმაცია “იმუშავე საქართველოდან” პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194