საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ესტუმრა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, პრომეთეს მღვიმეს 2018 წლის იანვარ-აგვისტში 137 163 მოგზაური ეწვია, აქედან  40 726 ქართველი, 96 434 უცხოელი. ეს ის გამონაკლისია, როდესაც დაცულ ტერიტორიაზე უცხოელ ვიზიტრთა რაოდენობა აღემატება ადგილობრივი ვიზიტორების მაჩვენებელს.

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, რომელსაც საანგარიშო პერიოდში ეწვია 132 497 მოგზაური, ქართველი – 60 202, უცხოელი – 27 354.

ყაზბეგის ეროვნულ პარკს 124 745 ვიზიტორი ეწვია, ქართველი – 70 925, უცხოელი – 15 960.

თბილისის ეროვნული პარკი 69 080-მა ვიზიტორმა აირჩია, ქართველი –  55 500, უცხოელი – 13 580.

 

 

 

 

 

 

 

 

სათაფლიას 65 203 ვიზიტრი ეწვია, ქართველი – 36 097, უცხოელი – 29 106

 

 

 

 

 

 

 

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პირველი ხუთეული 2018 წლის 8 თვეში

  • რუსეთი – 83978
  • ისრაელი – 40994
  • გერმანია – 23857
  • პოლონეთი – 23821
  • ემირატები – 20119