უცხოელი მეიჯარეები რუსეთს 500-ზე მეტი თვითმფრინავის დაბრუნებას სთხოვდნენ, რომლებიც დღეს რუსული ავიაკომპანიების ფლოტშია. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
”უკვე მიღებულია მოთხოვნები უცხოური წარმოების 500-ზე მეტი თვითმფრინავის დაბრუნების შესახებ,” – თქვა მან.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მეიჯარეებისგან 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავები გამოისყიდოს. მისი თქმით, ავიაკომპანიები ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობდნენ ამ საკითხის მოგვარებას.
“კომპანიებმა სალიზინგო კომპანიებისთვის გადასახადის გადახდები უნდა გააგრძელონ, მაგრამ მეიჯარეებს არ სურთ თვითმფრინავების ჩვენთვის მოყიდვა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ავიაკომპანიების მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჯერჯერობით წარუმატებლია. მან ასევე თქვა, რომ ანაზღაურების მოცულობის გარდა, ასევე არის აკრედიტივები, დაახლოებით 200 მლრდ რუბლის ოდენობით, ყველა ავიაკომპანიისთვის.
საველიევმა აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი 28 მარტამდე უნდა მოიძებნოს, ვიდრე, ფაქტობრივად, აავიაკომპანიის დეფოლტი მოხდება.
მთლიანობაში, რუსეთში 1367 თვითმფრინავი მუშაობს. აქედან 739 უცხოურ რეესტრებშია რეგისტრირებული. უცხოელი მეიჯარეები ფლობენ 515 თვითმფრინავს. რუსეთმა დაკარგა 78 თვითმფრინავი, რომლებიც სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს.