საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლის პირობები ნაწილობრივ ცნობილია. როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში მარტივად შემოვლენ ის ადამიანები, რომელთაც COVID ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული. რაც შეეხება დანარჩენს, მათ საზღვარზე PCR ტესტის წარდგენა ევალებათ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა ამ ადამიანებს, რამდენიმე დღეში, დამატებით PCR ტესტის გაკეთება მოეთხოვებათ თუ არა. 

„ძირითადად, რეგულაციები იქნება ის, რომ ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანები, ვინც შემოვლენ, მათთვის არაფერი იქნება საჭირო. დანარჩენებისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 72 საათის PCR ტესტი. მსჯელობა მიდის, შემდგომ გარკვეული გამეორებები საჭირო იქნება თუ არა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან საქართველოს რეგულარული ფრენებისთვის იხსნება.