უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებმა, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და საქართველოში შემოსასვლელად მიიღონ წინასწარი თანხმობა, გამომგზავრებამდე როგორც მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე: stopcov.ge
საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი და შემდგომ PCR ტესტირება, საკუთარი ხარჯით.
ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, აღნიშნული ნებართვა არ ათავისუფლებს შესაბამისი კატეგორიის ვიზის ან ბინადრობის მოწმობის ფლობის ვალდებულებისგან.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/visaInformation