რუსულმა ავიაკომპანია Utair-მა პერმი-ქუთაისის მიმართულებაზე ფრენების დაშვების ნებართვა უკან გაიწვია. როსავიაციის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია Utair-მა პერმი-ქუთაისის მიმართულებაზე დაშვების ნებართვა უკან გაიხმო.
თუმცა მანამდე ავიაკომპანიამ აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში ორი სიხშირით ფრენების განხორციელების უფლება მიიღო. მაშინ Utair-ის პრესსამსახურმა განმარტა, რომ პერმი-ქუთაისის მარშრუტზე ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას 2019 წლის ზაფხულიდან გეგმავდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისიდან ავიაკომპანიამ პერმი-ბათუმის ავიარეისის განხორციელება დაიწყო. დატვირთულობამ კი 96%-ი შეადგინა.