რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) ავიაკომპანია Utair-ზე მურმასნკი-ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების ნებართვა გასცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნებართვის მიხედვით, აღნიშნულ მარშრუტზე Utair-ს კვირაში ორი სიხშირის განხორციელება შეუძლია.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანიამ მურმანსკი-ქუთაისი-მურმანსკის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების შესაძლებლობა განიხილა და გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებას დაიწყებს. თუმცა როდიდან გეგმავს ავიაკომპანია ავიაბილეთების გაყიდვას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.