ია პაიჭაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ავიაციის ტექნიკური მომსახურების სერტიფიცირებული ტექნიკოსი გახდა.
“ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ იას, რომელიც USAID-ის მხარდაჭერილი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულია”, – ნათქვამია USAID-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
“ჩემს ყოველდღიურ მოვალეობებში შედის ფრენის წინ და ფრენის შემდგომი ტექნიკური შემოწმების ჩატარება, რათა დავრწმუნდე, რომ ბორტზე ყველა სისტემა უსაფრთხოა. ტექნიკური მომსახურება და შემოწმება უზრუნველყოფს თვითმფრინავების ფრენისა და უსაფრთხოების უწყვეტ ექსპლუატაციას. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში კურსის დასრულების შემდეგ, პრაქტიკული გამოცდილება “ჯეო სკაიში” მივიღე, სადაც დავსაქმდი კიდეც და ვაგრძელებ მუშაობას” – ამბობს ია.
დღეს, ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეს #YouthSkillsDay აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რომლებიც კარს უხსნიან ისეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, როგორიცაა ია და სთავაზობენ მათ მაღალანაზღაურებად დასაქმებას, რაც აძლიერებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და ეკონომიკას.