Ural Airlines-მა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან 76 საერთაშორისო მიმართულებაზე ნებართვა უკან გამოიწვია.
როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანიამ უარი თქვა სანკტ პეტერბურგიდან ალმათის, ტომსკიდან ნურსულთანის, ეკატერინბურგიდან და ყაზანიდან შიმეკის, სოჭიდან ალმათის, ყაზანიდან და ტომსკიდან ბიშკეკის, ვოლგოგრადიდან ბაქოს მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით ფრენებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება Ural Airlines-მა სამარშუტო ქსელის ოპტიმიზაციის გამო მიიღო, რაც თავის მხრივ ავიაგადამზიდავის ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, გამოწვეულია ბევრ ისეთ მიმართულებებზე დაშვება, რომელზედაც ავიაკომპანიას ავიარეისები არ განუხორციელებია.
შეგახსენებთ, რომ როსავიაციის მონაცემებით, Ural Airlines-ი რუსეთში სიდიდით მეხუთე ავიაკომპანიაა. არსებული მონაცემების, რეიტინგში მის წინ არიან ავიაკომპანიები: Aeroflot-ი, S7, Pobeda Airlines-ი და Rossiya Airlines-ი.