11 ივნისს რუსულმა ავიაკომპანია Ural Airlines-მა ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი რეისი ვერ განახორციელა. რეისი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა Ural Airlines-ის ბორტმა აფრენა ვერ შეძლო. აღნიშნულის მიზეზზე არ საუბრობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და არც Ural Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა რეისებზე მგზავრების გადამისამართება მოხდა და ამ მხრივ მათ პრობლემები არ შეექმნებათ. თუმცა რა გახდა Ural Airlines-ის მიერ რეისის ვერ შესრულების მიზეზი ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი რეისის გაუქმების მიზეზი Ural Airlines-ის ბორტის ტექნიკური პრობლემა გახდა.