უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და ზედამხედველობის ევროპული გამოცდილების შესწავლის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტებმა გერმანიის საავიაციო ხელისუფლების (Luftfahrt-Bundesamt – Federal Aviation Authority) მიერ ჩატარებულ ინსპექტირების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) მხარდაჭერით განხორციელდა.
ინსპექტირების ფარგლებში, რომელშიც ქართული მხარე დამკვირვებლის რანგში იყო ჩართული, შემოწმდა უპილოტო საჰაერო ხომალდებით კომერციული საქმიანობის, კერძოდ, სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ოპერატორი კომპანია. ვიზუალური მხედველობის არის მიღმა, რამდენიმე ათეული კილომეტრის ფარგლებში, დრონებით ტვირთების ტრანსპორტირება ევროკავშირში ერთ-ერთ პირველ პრეცენდენტს წარმოადგენს. აღნიშნული ექსპლუატანტის საინსპექციო შემოწმებაში ჩართვა მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს სააგენტოს სპეციალისტებს, მომავალში მსგავსი სახის ექსპლუატაციის განმახორციელებელ სუბიექტებზე შესაბამისი ზედამხედველობის უზრუნველყოფის კუთხით.